საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის

სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

24 თებერვლის ჩათვლით

აცხადებს მოხსენებების მიღებას

2022 წლის სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციისათვის

რწმენა ჩვენს ცხოვრებაშ

 

პროექტი მოიცავს სამ ეტაპს.

პირველ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა (V-დან - XII კლასების ჩათვლით) თემების გამოგზავნა ახალგაზრდული ცენტრის ელექტრუნულ მისამართზე;

თემების განხილვისა და შეფასების შედეგად მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები დაბარებული იქნებიან სამების საკათედრო ტაძარში და ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებულ წერით დღეზე დამოუკიდებლად დაწერენ ჩვენს მიერ მიცემულ განსხვავებულ თემას.

პირველი და მეორე თემის შედარება-შეფასების შედეგად დადებითად შეფასებული მოსწავლეები გადადიან მესამე, დასკვნით ეტაპზე - კონფერენციაზე, სადაც წარსდგებიან თავდაპირველად გადმოგზავნილი მოხსენებებით.

მოხსენებები მიიღება 2022 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) 11.00 დან 18.00 საათამდე, როგორც წერილობით, (ელიას მთა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი), ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მისამართი- Email:  -   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

თემები გადმოგზავნილი უნდა იყოს სკოლის ან პედაგოგის პირადი ელექტრონული ფოსტიდან. თუ, რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენგან არ დაგიბრუნდათ თემის რეგისტრაციის ნომერი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე.

 

მოხსენებაში მითითებული უნდა იყოს:

1) ქალაქის, რაიონის, სოფლის, სკოლის სრული დასახელება;

2) თემის სათაური;

3) თემის ავტორისა და ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია - სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერები.

 

ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: - თემატურად შეესაბამებოდეს კონფერენციის დასახელებას, შრიფტი - acadnusx ; ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5; თემაზე მუშაობისას გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

გაითვალისწინეთ, რომ - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში - არის კონფერენციის ზოგადი სახელწოდება და არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც თემის სათაური!!!

 

პროექტის  კორდინატორი   ლელა ბოჭორიშვილი   599 24 88 56 ;     579 33 19 13

------------------------------------------

 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის

სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

28 თებერვლის ჩათვლით

აცხადებს მოხსენებების მიღებას

2020 წლის სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციისათვის

 

რწმენა ჩვენს ცხოვრებაშ

დაწვრილებით...

 

2019 წლის 7-8 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.

57257013 2372911559427389 3922291072465633280 o

დაწვრილებით...

 

2019 წლის 2-3 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, - „წერის დღე“.

56189967 2318995064819039 8776266598471172096 o

დაწვრილებით...

 

სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია

„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“

2018-2019 სასწავლო წელი

კონფერენციის მონაწილეთა სია

დაწვრილებით...

 

 SemoqmedebiTi