კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლის მოსწავლეს 6 - დან -18 წლის ჩათვლით.

კონკურსანტმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა წარმოადგინოს თავისუფალ თემაზე შესრულებული 3 ნახატი და შეავსოს სპეციალური განაცხადი (იხ. დანართი).

საწყის ეტაპზე შესაძლებელია 3 ნახატის, ფოტოს სახით, გამოგზავნა მითითებულ ელ. მისამართზე განაცხადთან ერთად. (გაითვალისწინეთ: შემდგომში, თავისუფალი თემის ნახატები შესრულებულ დავალებასთან ერთად ფიზიკური სახითაც უნდა იყოს ჩაბარებული).

რეგისტრაციის ვადა: 9 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით.                                      

კონკურსი მოიცავს სამ ტურს:

I ტური - კონკურსანტს რეგისტრაციის შემდგომ საშინაო დავალების სახით, ნახატების შესასრულებლად, ეძლევა ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან), რომლის   ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 აპრილი.

II ტური - სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე 2024 წლის მაისში მოეწყობა ხატვის დღე: I ტურში გადასული კონკურსანტები შეასრულებენ თითო ნახატს ბიბლიურ თემაზე.  

III ტური - კონკურსანტს ეძლევა საშინაო დავალების სახით მეორე ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან), რომლის ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.

მესამე ტურის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს.

2024 წლის ბოლოს მოეწყობა გამოფენა-დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდებიან უმცროს, საშუალო და უფროს ასაკობრივ ჯგუფებში I, II, III ადგილის მფლობელები.

საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

კონკურსის III ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემა სპეციალური სიგელები. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსის დებულება იხილეთ ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge

განაცხადებები მიიღება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ დღე 11- დან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 95  90 52 58

imail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it       

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართული.

 

შესავსები ფორმა

 

 SemoqmedebiTi