„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია
„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია
2023 წლის 18 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული მონაწილეები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა ბუნიამ დააჯილდოვეს. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, გამარჯვებულები გამოვლიდნენ სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, დაჯილდოვდნენ სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით.
კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ 2022 წლის გამარჯვებულები:
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი
(15-18 წელი)
I _ შიოშვილი მარიამი 17 წლის - თბილისის 180-ე საჯ. სკოლა
II _ ოთარაშვილი მარიამი 16 წლის - თბილისის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“
III _ რუხაძე დავით 18 წლის - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლა-პანსიონი
საშუალო ასაკობრივი ჯგუფი
(10-13 წელი)
I _ სულაქველიძე თამარი 13 წლის - თბილისის 27-ე ხელოვნების სკოლა
II _ ღოღობერიძე პეტრე 11 წლის - წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა
III _ კოხტაშვილი ელენე 12 წლის - დედოფლისწყაროს სამხატვრო სკოლა
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი
(6-9 წელი)
I _ მელაძე გაბრიელი 8 წლის - წმ.ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა
II _ სხილაძე ნინო 9 წლის - წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა
III _ წიქარიშვილი ლილე 8 წლის - წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლა
ნომიმაცია: ყველაზე პატარა მონაწილე
შურღაია ელენე 7 წლის - წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა
კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეთორმეტე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.