კონკურსი სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ორგანიზებით, გაიმართა კონკურსი სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა".
კონკურსის ფინალური შეხვედრა შედგა 2023 წლის 12 თებერვალს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.
მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც დაჯილდოვდნენ შემეცნებითი ტურით.
Last Updated (Monday, 13 February 2023 11:10)