2022 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, ქართული საბრძოლო იარაღები, ნახატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები.
გამოფენაზე საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების, ნატიფი ხელოვნების სკოლის, სამრევლო სკოლებისა და წმ. თამარ მეფის სახელობის პროფესიული კოლეჯის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი

317148619 489849499922425 219737998326153583 n

320741970 563706621866824 4377928213238587275 n

317149323 714714083306136 8578936828148741888 n

319083351 2359647744185491 8700830761685447377 n

 

 SemoqmedebiTi