2015 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები“.საუბარი წარმართა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.