2015  წლის 23  მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ზემო სვანეთის საეკლესიო მხატვრობა“.
საუბარი წარმართა  თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტმა ქეთევან გონგაძემ.
„დღეს, სკოლის  მოსწავლეებთან  მქონდა ლექცია ზემო სვანეთის ფრესკულ მხატვრობასთან დაკავშირებით.  მათ წარვუდგინე  ზემო სვანეთის ხელოვნება: ფრესკული მხატვრობა, დასგური ფერწერა, ჭედური ხელოვნება. ასევე, ვისაუბრე ზემო სვანეთში არსებულ ტრადიციებზე, წესჩვეულებებზე, რწმენა - წარმოდგენებზე.  ზემო სვანეთის  შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის მოსწავლეებს  შეუძლიათ გაეცნონ  სვანეთის გზამკვლევს, რომელიც  გამოცემულია 2000 წელს. ავტორები არიან: მარინა ყენია და ნათელა ალადაშვილი.  ამ კრებულში ნახავენ მათვის საინტერესო ცნობებს  ზემო სვანეთის შესახებ“ - გვითხრა  ქეთევან გონგაძემ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.

 

 

 

 

 

 SemoqmedebiTi