2015 წლის  20  მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე:  „კონფლიქტის ფსიქოლოგია“. საუბარი წარმართა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  ნანა ბურდულმა.
„დღეს, დამსწრე საზოგადოებას  ვესაუბრე  კონფლიქტების და მისი გადაწყვეტის გზების შესახებ. გავაცანი, ძირითადად, კონფლიქტის რაობა, ფორმები, დონეები, მოგვარების საშუალებები. ყურადღება გავამახვილე  გარკვეულ უნარჩვევებზეც, რაც   ხელს უწყობს  კონფლიქტურ სიტუაციაში  სწორი  ქცევის სტატეგიის არჩევას. “- გვითხრა პროფესორმა  ნანა ბურდულმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 

 

 

 SemoqmedebiTi