2015 წლის 19 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „მოზარდი და ეკლესია“. საუბარი წარმართა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გიორგი წეროძემ.
„დღეს ახალგაზრდულ ცენტრში ძალიან მნიშვნელოვან თემაზე შედგა საუბარი. ეს არის - „ ეკლესია და ახალგაზრდობა“. ეკლესია თავისი ბუნებით, ღმერთი თავისი მოქმედებით არის მუდმივად ახალგაზრდული და განახლებადი. ახალგაზრდა ყოველთვის მომქმედ, განახლებისთვის მზადმყოფ ადამიანთან ასოცირდება ხოლმე ჩვენს წარმოდგენაში. სწორედ მათი ბიოლოგიური მდგომარეობის დაკავშირება ეკლესიის არსობრივ ახალგაზრდობასთან წარმოადგენდა დღევანდელი საუბრის თემას: ეკლესია, როგორც მუდამ განახლებადი ქრისტე და მეორედ შობა, როგორც ცვლილებების, ქმედების გული და ახალგაზრდობა როგორც ამის ბიოლოგიური მდომარეობა“ - გვითხრა მამა გიორგიმ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.