2015 წლის 9 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ტაძარი და მისი სიმბოლიკა“. საუბარი წარმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იზოლდა მელიქიშვილმა.„დღევანდელი საუბრის თემა გახლდათ ტაძარი და მისი სიმბოლიკა. მართალია ეს პროგრამა ზოგადად სკოლაში ისწავლება. არქიტექტურის საფუძვლებს ბავშვები გარკვეულწილად ხელოვნების ისტორიის საგანში გადიან. მე მაინც გადავწყვიტე ჩემი საუბარი წამემართა ქრისტიანულ სიმბოლიკასთან მიმართებაში ტაძართან დაკავშირებით. იმ დეტალებზე გავამახვილე ყურადღება რომელიც ქრიატიანულ არქიტექტურასთან არის დაკავშირებული. ვისაუბრე თავად ტაძრის აგებისა და მისი ყველა ნაწილის შესახებ. სიმბოლიკა უკავშირდება მაცხოვრის მიწიერ და ზეციურ ცხოვრებას. ამ თემამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გაუჩნდათ შეკითხვები. სასურველია როცა ასეთ თემებზე ვსაუბრობთ, მოსწავლეებმა მეტნაკლებად იცოდნენ სახარების ტექსტი. ეს თემები სახარებასთან მჭიდრო კავშირშია.“ - გვითხრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იზოლდა მელიქიშვილმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.