2015 წლის 6 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ღმერთი და რწმენა“.საუბარი წარმართა დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზოს სახ. ტაძრის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გურამ ოთხოზორიამ.
„ჩვენ ვისაუბრეთ რწმენის შესახებ. ადამიანს აქვს უნარი მიუახლოვდეს ღმერთს და გაიაზროს უფლის მცნება. ეს უნარი, რომ არ ყოფილიყო ჩვენში ვერც ვერაფერს გავიგებდით. თავად რწმენის უნარი, რომ შეუძლია ადამიანს ირწმუნოს უკვე ღვთიურია. ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური წარმონაქმნი, არამედ უფრო ამაღლებული სულიერი არსია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ ქრისტიანული კულტურის ისტორიულ ქვეყანაში. გვაქვს შესაძლებლობა ვეზიაროთ ქრისტეს ნათელს. ეს ჩვენ ავტომატურად არ გვაძლევს ცხონებას, მაგრამ შანსი დიდია და შესაძლებლობა. რწმენით, მაცხოვრის სიყვარულით ვიცხოვროთ, ამაშია ჩვენი გადარჩენა და ყველაფერი, რისთვისაც მოვედით ამ ქვეყანაზე. მადლობა უფალს ასეთი შეხვედრებისათვის. ბავშვები ეზიარებიან ქრისტეს ნათელს. ჩვენ გვაქვს საშუალება დღეს გავუზიაროთ ადამიანებს, რომ ახლოს მივიდეთ უფალთან, მაცხოვრის სიტყვასთან და ეკლესიასთან“ - გვითხრა მღვდელმა გურამ ოთხოზორიამ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და მრევლი.

 

 SemoqmedebiTi