2015 წლის 5 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „წარმატების ფსიქოლოგია “. საუბარი წარმართა ფსიქოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ სარჯველაძემ.„ჩვენი საუბარი ეხებოდა წარმატების მიღწევის ტექნოლოგიებს. ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურ ტექნოლოგიებს. თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს სწრაფად ცვალებად სამყაროში. იმისათვის, რომ მან სწორი ორიენტაცია აიღოს საჭიროა გაარკვეული თვისებების მატარებელი იყოს პიროვნება. ერთერთი ასეთი თვისება გახლავთ მიზანდასახულობა. ადამიანი სწორედ ამ თვისების საფუძველზე შეძლებს წარმატებას მიაღწიოს. ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ დახმარების მიღების მომლოდინე საზოგადოებაა. მაშინ როცა განვითარებული ქვეყნების ადამინთა 75% კვლევების თანახმად ორიენტირებულია წარმატების მიღწევაზე და არა სხვისგან დახმარების მიღებაზე. ხოლო განვითარებადი ქვეყნები, მათშორის ჩვენც, ადამიანთა 75% - იგივე რაოდენობა, თითქმის ორიენტირებულია დახმარება სხვისგან მიიღოს. სხვის კმაყოფაზე იცხოვროს. ამიტომ ასეთი საზოგადოება ევოლუციას ვერ განიცდის. ადამიანი მარტო უფლის იმედზე არ უნდა იყოს. არამედ უნდა იცოდეს თავისი შესაძლებლობები. ეს არის ადამიანის ძირითადი საძიებელი. ადამიანი თავისი ცხოვრების და ბედისწერის მეპატრონე, რეჟისორი და კაპიტანი უნდა იყოს “ - გვითხრა პროფესორმა ნოდარ სარჯველაძემ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.

 

 SemoqmedebiTi