2015 წლის 4 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „აფხაზეთის ისტორიის აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“. საუბარი წარმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.
შემეცნებითი საუბრები იმართება ყოველდღე, 15:30 სთ-ზე, ოთხშაბათის და შაბათ -კვირის გარდა, ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.